Sunday, May 7, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. მოვაწესრიგეთ ბლოგები და პორთფოლიოები.  ტრენინგის მონაწილე ყველა მსმენელმა აუდოტიტორიის წინაშე წარვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი მჯსწავლის სავარაუდო ნაშრომები. წარმოდგენილი პრეზენტაციები ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა ქალბატონ ლალის საინტერესო ტრენინგისთვის.

Saturday, May 6, 2017

მერვე დღის რეფლექსია

შევასწორეთ და მოვაწესრიგეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. მოხდინეთ ნაშრომის შეფასების რუბრიკის ადაპტირება. ვიმუშავეთ პროექტის შაბლონის შევსებაზე-პროექტის მსვლელობა.

Sunday, April 30, 2017

მეშვიდე დღის რეფლეგსია

ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.ვისწავლეთ პრეზენტაციის გადატანა ბლოგზე ჩამოვტვირთეთ საჭირო სურათები. მივიღეთ დავალებები.

მოსწავლის ნაშრომი

Saturday, April 29, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ გამოხმაურებების შემოწმებით. გავეცანით პრეხენტაციების საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. შევქმენით ახალი საქაღალდეები.

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალების მიმოხილვით. დავწერეთ მიმართულების
მიმცემი კითხვები. მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს კომენტარების საშუალებით.
ვისწავლეთ ბლოგში ფურცლის  ჩამატება.

Sunday, April 23, 2017

მიმართყლების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა

რა მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოს?

თემატური  კითხვა

რა მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვას?

რა როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფომ სუფთა გარემოს შესაქბნელად?

შინაარსობრივი შეკითხვები

რა იწვევს გარემოს დაბინძურებას?

რა გავლენას ახდენს ადამიანზე ეკოლოგიური ფაქტორები?

Saturday, April 22, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამაგრება. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო, გავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების ანალიზი, მოვახდინეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის შეფასება.

Sunday, April 9, 2017

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღეს ვისაუბრეთ პროექტის იდეის და მიზნების შესახებ.ვისწავლეთ კალენდრის შექმნა.

პროექტის იდეა

 მოსწავლეები შეისწავლიან რა კომპონენტებისაგან შედგება ეკოსისტემა. იმსჯელებენ ბუნებაში ადამიანის უხეში ჩრევით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე, შეადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა ეკოსისტემებს. დაასახელებენ პრობლემის გადაჭრის გზებს დედამიწის დღესთან დაკავშირებით შექმნიან ბროშურებს და გაავრცელებენ სოფლის მოსახლეობაში..

პროექტის მიზნები


განსაზღვრონ ეკოლოგიური ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ მოსახლეობაზე, კვლევის შედეგად დაასაბუთონ ნაგავსაყრელების უარყოფითი დამოკიდებულება საცხოვრებელ გარემოზე, შექმნან საინფორმაციო ბუკლეტები და მოახდინონ მოსახლეობის ინფორმირება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, შედეგებს წარმოადგენენ ცხრილების და დიაგრამების სახით შემდეგ მოახდენენ მათ ანალის.